ინტერპრესნიუსის ცნობით, თურქული მედია საშუალებები ავრცელებენ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართვას ვლადიმერ პუტინის მისამართით,
"რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები სირიაში სირიის მთავრობის მიწვევით არიან. თუმცა, სირიის მთავრობა არ არის ლეგიტიმური მთავრობა. მაშინ რატომ გააგზავნეთ რუსეთმა საკუთარი ძალები საქართველოში? იმიტომ რომ მიგიწვიეს? იმიტომ გააგზავნეთ უკრაინაში ჯარები, რომ მიგიწვიეს?", - განაცხადა ერდოღანმა სირიაში რუსი სამხედროების ქმედებებზე საუბრისას.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ არ იბრძვიან. "თურქმენები ამბობენ, რომ რუსული ბომბები მათ სოფლებში ცვივა. რუსეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ არ იბრძვის. ისინი ცდილობენ მსოფლიო შეცდომაში შეიყვანონ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე დაბომბვა 30 სექტემბერს დაიწყო. როგორც კრემლში განაცხადეს, ისინი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან.